შეამოწმეთ დენის მრიცხველი ჩვენებას ხომ არ აორმაგებს – ეს ძალიან მარტივია!
ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად ჩივის იმაზე, რომ დენის გადასახადი საეჭვოდ გაზრდილი მისდის. საქმე ის არის, რომ სახლის ელექტრომრიცხველის მაჩვენებელი ორჯერ იმატებს ელექტრული იმპულსების არასწორი თვლის გამო და, შესაბამისად, მრიცხველი მუშაობს ე.წ. “ორმაგი ტარიფის” რეჟიმში. როგორ შეიძლება შევამოწმოთ ჩვენი მრიცხველი სწორად მუშაობს თუ არა? ფოტოზე ნაჩვენებია რიგითი დენის მრიცხველი, რომელზეც მწვანე ჩარჩოთი შემოხაზულია მონაცემი “A=3200imp/(kw*h)”.
აღნიშნული მონაცემი ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ მრიცხველში ერთი კილოვატი*საათში “სრულდება” ყოველ 3200 იმპულსში, რომლებიც გამოსახულია სინათლის დიოდით “А”. ეს უკანასკნელი ფოტოზე აღნიშნულია წითელი ისრით (აღსანიშნავია, რომ რიცხვი “А” სხვადასხვა მრიცხველებში შეიძლება სხვადასხვა იყოს). სწორედ ეს ელექტრული იმპულსები ითვლება მრიცხველის მიერ. სხვანაირად რომ ვთაქვათ, ყოველი სამი ათას ორასი იმპულსი ითვლება ერთ კილოვატ*საათად.
მსგავსი მრიცხველი, რომელიც არასწორი თვლის სიტემით არის დაყენებული, 1 კილოვატ*საათს ითვლის არა 3200 იმპულსში, არამედ 1600-ში – ანუ ზუსტად ორჯერ სწრაფად.