“ყიფიანმა ივანიშვილი გაქურდა” კობახიძის სკანდალური განცხადება ივნიშვილის ადოკატზე
“ქართული ოცნება” ვიქტორ ყიფიანის კრიტიკას იერიშითივე პასუხობს. მმართელი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ივანიშვილის ყოფილ ადვოკატსაც შეეხებოდა და სწორად ამან განაპირობა ყიფიანის სწრაფი ჩართულობა პოლიტიკაში.
მმაღტველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ “არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა”.
რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ამაზე კომენტარები გაკეთდა. ის უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის არარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ცაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ყიფიანი, – თქვა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, „არ შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“.
მისი თქმით, ყიფიანის გათავისუფლების მიზეზი “ბევრად უფრო მძიმეა”, ვიდრე ის, რომ “აგენტების შესახებ კანონი ადვოკატზეც ვრცელდებოდა”:
მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. მე ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ნიშნები მოგეცით, ბევრი“, -განაცხადა კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი “ქართული ოცნების” შეფებს დაუპირსპირდა. სკანდალური ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიას მისცა.
ოლიგარქის სანდო კაცმა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა რუსული კანონის მიღებით რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ რისკები ვერ გათვალა, საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა.
კობახიძის განცხადრბით