ქართულ ოცნებას” 6 დეპუტატი ტოვებს
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას და “ქართულ ოცნებას” სავარაუდოდ 6 დეპუტატი დატოვებს.
წყარო “ტვ პირველს” უყვება, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ კი ამ დეპუტატებს უთხრა, რომ თუ ისინი დატოვებენ “ქართულ ოცნებას” მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაც უნდა დატოვონ, რომ მათი ადგილები უმრავლესობის წევრებმა შეავსონ.
“შაბათის ეთერმა” 6 დეპუტატიდან სამის ვინაობა დაადგინა და ესენი არიან: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე.