პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » უცხოეთში მყოფი ემიგრანტები აგენტებად გამოცხადებიან!! უ ფიქრობს, რომ ეს კანონი მათ არ ეხება“
    ახალი ამბები

    უცხოეთში მყოფი ემიგრანტები აგენტებად გამოცხადებიან!! უ ფიქრობს, რომ ეს კანონი მათ არ ეხება“

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე1 მარტი, 2023Updated:1 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    ურნალისტი ია ანთაძე:

    „ჩვენი საზოგადოების არაერთ წევრს საკუთარი აზრი აქვს ჯერ არმიღებულ კანონზე „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ და, საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ამ აზრს საჯაროდ გამოთქვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას არ აქვს უცხოური შემოსავალი, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ეს კანონი მას არ ეხება და არც იცის, ვისი მხარდაჭერა უფრო სამართლიანია – კანონის შემომტანების, თუ ამ კანონით აღშფოთებული ადამიანების.

    მეც ჩემს აზრს გეტყვით. კანონის ძირითადი მიზანი ვერ იქნება ორგანიზაციების შემოსავლების გაკონტროლება. წინასწარვე ცნობილია, რომ ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად უცხოური გრანტებით არსებობენ – აქ საკვლევი არაფერია.

    თავიდანვე ვიტყვი, რომ საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი – რომლის საქმიანობა უცხოეთიდან ფინანსდება და ჩვენს ხელისუფლებაზე ფინანსურად დამოკიდებული არ არის – ბევრად თავისუფალია საკუთარი აზრის გამოთქმაში, კრიტიკაში, ოპონირებაში, ვიდრე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ხელფასს საქართველოს სახელმწიფოსგან იღებს. ამიტომ, სწორედ ამ სოციალურად თავისუფალ ადამიანებს კანონი გააფორმებს, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს – ანუ გააძევებს, გარიყავს საზოგადოებისგან. მოსახლეობა გაიხლიჩება „აგენტებად“ და „არააგენტებად“; „აგენტები“ იქნებიან სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარები ჩვენს საერთო სამშობლოში და, ესე იგი, უცხოები, საშიშები და, რაც მთავარია, მატყუარები. მათი დაჯერება და ნდობა არ შეიძლება, რადგან, კანონის მიხედვით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

    ასე რომ, კანონის მთავარი მიზანი მოსახლეობის ფინანსურად ყველაზე დამოუკიდებელი ნაწილის საზოგადოებიდან განდევნა და მათ მიმართ ნდობის ნულამდე დაყვანაა. შესაბამისად, „აგენტების“ მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაც არასდროს გაზიარებული აღარ იქნება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.

    შემდეგი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ „აგენტების“ ნაწილს ნერვებმა უმტყუნოს და ქვეყანა დატოვოს. მით უმეტეს, რომ მათი უნარები და ცოდნა სხვა ქვეყნებში დამკვიდრებისთვის, დიდწილად, საკმარისია. ესე იგი, შეიძლება, წლების შემდეგ მივიღოთ კრიტიკისგან სრულიად დაცლილი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე გუნდს ირჩევს ხელისუფლების ყველა შტოში.

    ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კანონი ეხება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა. უცხოელები გიჟდებიან საქართველოზე და წესით, ჩვენც უნდა გვიყვარდეს. უნდა გვიყვარდეს კი არა, ნამდვილად გვიყვარს. ათვლის ამ წერტილიდან ყველა ზუსტად დაინახავს, რას და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი.“

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article“ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბერა ივანიშვილმა მონათლა.. ” – რას სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება სოც ქსელში !!!
    Next Article ოკუპანტებთან ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია დაიღუპა
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023

      ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

      30 მარტი, 2023

      „სექსი დაგვეზარა?” – მერაბ მეტრეველი

      30 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      By ალექსანდრე მაისურაძე30 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე? BB Travel–ის დირექტორი, ალექსანდრე გიორგიძე, სოციალურ ქსელში…

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023

      “ეს რა ვნახე… პასუხს გაგებინებენ ამისთვის..” – ნახეთ თიკა ჯამბურია შემზარავ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს

      30 მარტი, 2023

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.