ექსკლუზივი

ტიკარაძე მშიერ მოქალაქებს მკაცრი ჯარიმებით ემუქრება-“საჯარიმო სანქციები იქნება გაცილებით უფრო მკაცრი”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩატარებას მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაუწევს.

ტიკარაძის თქმით დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გაცილებით უფრო მკაცრი იქნება .

„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე თავშეყრა.

ამისათვის ჩვენ ვართ შემზადებულები. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით უფრო მკაცრი,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close