,სუს-ის მაღალჩინოსანი, გარდაცვლილი ნახეს
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გენადი სრუმანიძე, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. მთავარი არხის ინფორმაციით, ის ხელვაჩაურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ის ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.