პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს
    ახალი ამბები

    სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე2 მარტი, 2023Updated:2 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორს, ნიკოლოზ სამხარაძეს – მიზეზი მისი მხრიდან რუსული კანონის მხარდამჭერაა. სტუდენტები ასე იხსენიებენ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ.

    “დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

    ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

    აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სტუდენტები ავრცელებენ. განცხადების ავტორები ასევე აანონსებენ სტუდენტური მოძრაობის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს ამ კანონის მიღებას.

    “მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე” – წერენ სტუდენტები.

    ნიკოლოზ სამხარაძეს გუშინ, პირველ მარტს წერილით მიმართეს ყოფილმა სტუდენტებმა, რომელშიც სთხოვდნენ უარი ეთქვა ამ კანონის მხარდაჭერაზე.

    “საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.

    ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს – სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.

    ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში” – წერდნენ ყოფილი სტუდენტები დეპუტატს და სთავაზობდნენ საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო შეხვედრას ამ კანონპროექტზე სამსჯელოდ.

    დღეს პარლამენტში ხმაურიან განხილვას “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონის შესახებ, რომელიც საგარეო ურთიერთობების და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმართება, სწორედ ნიკა სამხარაძე უძღვება.

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleრუსული კანონის დასაცავდ ამ წუთებში პარლამენტში კკაბძე სიტყვით გამოდის !!! თავში ქვა უხლია კელი დეგნანს ამერიკა და ევროპას !!
    Next Article ვრცელდება უმძიმესი კადრებიპროგორ მიათრევენ სუსის თანამშომლები ჟურნალისტს გოგონას !!!
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023

      ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

      30 მარტი, 2023

      „სექსი დაგვეზარა?” – მერაბ მეტრეველი

      30 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      By ალექსანდრე მაისურაძე30 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე? BB Travel–ის დირექტორი, ალექსანდრე გიორგიძე, სოციალურ ქსელში…

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023

      “ეს რა ვნახე… პასუხს გაგებინებენ ამისთვის..” – ნახეთ თიკა ჯამბურია შემზარავ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს

      30 მარტი, 2023

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.