ჟურნალისტების ნაწილი გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება, რომელიც მედიას პარლამენტში მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს.
„ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნაა.
საპარლამენტო ჟურნალისტების თქმით, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, კითხვის დასასმელად პარლამენტის კედლებს შორის დეპუტატების დევნა არც მათთვისაა კომფორტული, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვთ — მმართველი პარტიის დეპუტატები და თანამდებობის პირები მათთვის არასასურველ მედიასთან, ფაქტობრივად, არ თანამშრომლობენ, თავს არიდებენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას, არ ატყობინებენ საჯარო ღონისძიებების ჩატარების დროსა და ადგილს.
ფაქტს სამოქალაქო აქტივსტი ანი აბაშიძე ეხმიანება და წერს, როცა ქვეყნას ყვას პარლამეტის თავჯდომარე რომელმაც პირდაპირ ეთერში ქალზე იძალა აკრძალვს მედია რომ მომავალში ისევ არ გავცელდედს კადრები როგორ დაათევს პარლამეტარ გოგოს თმებით პარლამეტში.
პაპუაშვილი წესით ციხეში უნდა იჯდეს ქალზე ძალადობისთვის თუმცა “ოცნება” მსგავს ზონდერებს აწინაურებს.