სკანდალური განცხადება – “13 წლის ასაკში სასულიერო პირისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი”
ცნობილი მსახიობი, იუმორისტი მიშა ანდღულაძე ჟურნალ ,,სარკესთან\’\’ ინტერვიუში ცოლთან გაშორების მიზეზებსა და საკუთარი სკანდალური წიგნის შესახებ საუბრობს.
ინტერვიუში ხაზგასმულია ასევე მსახიობის ეკლესიისადმი დამოკიდებულების დეტალები.
ჟურნალისტის კითხვას – როდის და რატომ გაუჩნდა მას ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება, მიშა ანდღულაძე შემდეგნაირად პასუხობს:
,, იმედგაცრუება არ მქონია, რადგან მიჯაჭვულობა მქონდა ნაკლები. ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული.
თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სასულიერო პირისგან. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში\’\’, – ამბობს მიშა ანდღულაძე.
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ,,სარკის\’\’ 47-ე ნომერში.