პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » სკანდალი-რატომ დაშორდა გრიგოლ ვაშაძე ცოლს?
    ახალი ამბები

    სკანდალი-რატომ დაშორდა გრიგოლ ვაშაძე ცოლს?

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე3 თებერვალი, 2023Updated:3 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    რატომ დაშორდა გრიგოლ ვაშაძე ცოლს?

    ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნდა სტატია დიპლომატზე, პოლიტიკოს გრიგოლ ვაშაძეზე, რომლის წარსულიც საკმაო ბურუსითაა მოცული და გასაიდუმლოებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

    როგორც სტატიიდან ვიგებთ, გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, 19 ივლისს, თბილისში…

    1975 წელს გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გადასახლდა. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.

    საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა. თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.

    შვილები

    უკვე აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს პირველ მეუღლესთან, ნატაშა ალხიმოვასთან 1979 წელს ვაჟი შეეძინა. ნოდარი უკვე 39 წლისაა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან, ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.

    გრიგოლ ვაშაძეს მეორე ცოლთან, ნინო ანანიაშვილთან, რომელზეც 1988 წელს იქორწინა, 12 წლის ელენე ჰყავს.

    სიმამრი – კაცი, რომელმაც ამერიკა გაძარცვა

    ვლადიმირ ალხიმოვი 1919 წელს, სმოლენსკის ოლქში დაიბადა. გარდაიცვალა 1993 წელს. დასავლეთის ბანკებისა და ფინანსების სამყაროში მას “ფინანსების ჯადოქრად” მოიხსენიებდნენ.

    “მიუხედავად მისი ტიპური რუსული და საბჭოური ჰაბიტუსისა, მასში უოლ სტრიტის ბირჟის მაკლერის ელეგანტურობაც იყო. ეს ახალი ტიპის საბჭოთა ადამიანი კარგი იუმორით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თვისება ის გახლდათ, რომ პარტნიორის ნდობას იოლად მოიპოვებდა და მათ საბჭოთა კავშირის შესახებ უქმნიდა წარმოდგენას, რომ ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ქვეყანა მზად იყო, ბიზნესის ყველა კანონს დამორჩილებოდა და მიეღო”, – ეს გახლავთ ციტატა ძველი უცხოური პრესიდან, რომელიც ვლადიმირ ალხიმოვზე მოუთხრობდა მკითხველს. მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის გასვლა საერთაშორისო ფინანსურ-

    ეკონომიკურ სისტემაში, პარტნიორობის საფუძველზე.

    40 წელზე მეტხანს სწორედ ის განსაზღვრავდა სახელმწიფოს ფინანსურ-კრედიტულ პოლიტიკას, ჯერ როგორც საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე.

    დღევანდელი გადასახედიდან, საქმე, რითაც ალხიმოვი იყო დაკავებული: დასავლეთის ქვეყნებთან საკრედიტო ურთიერთობების განვითარება, სახელმწიფოსთვის ძალზე ხელსაყრელ ფასად ამერიკისგან ხორბლის დიდი პარტიის შესყიდვა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭება, შესაძლოა ჩვეულებრივად მოგვეჩვენებოდა, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი ძალზე რთული ამოცანა გახლდათ, ხშირად კი ფარულ ბრძოლებთანაც იყო დაკავშირებული.

    …

    თავის დროზე საკმაოდ ცნობილი იყო ამბავი, რომელიც ამერიკისგან ფურაჟული ხორბლის (მცენარეული საზრდო, რომელიც განკუთვნილია ცხოველების საკვებად) დიდი პარტიის შეძენას შეეხებოდა. ალხიმოვმა მოახერხა ძალზე დიდი ფასდაკლების მიღება.

    დონალდ ქენდალი, კომპანია “პეპსიკოს” პრეზიდენტი:

    – ამერიკელები გარიგებას იაფფასიანად მიიჩნევდნენ და მის გადახედვას მოითხოვდნენ კიდეც. ქვეყანაში დიდი ხმაური ატყდა, ამერიკული გაზეთები სათაურებით აჭრელდა: “ალხიმოვმა ამერიკა გაძარცვა”.

    1986 წლის იანვარში ალხიმოვს პოსტის დატოვება მოუხდა. ამის მიზეზი კი, როგორც ამბობენ, მისი ქალიშვილის ინგლისში გაქცევა გახლდათ…

    წყარო: „კვირის პალიტრა“

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleხმამაღლა ვტირივართ… დავტირივართ ცოდვილ დედამიწას რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე
    Next Article ათელაშვილმა მეუღლეს ტიკ-ტოკზე დაბადების დღე მიულოცა – ნახეთ ვიდეო რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023

      ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

      30 მარტი, 2023

      „სექსი დაგვეზარა?” – მერაბ მეტრეველი

      30 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      By ალექსანდრე მაისურაძე30 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე? BB Travel–ის დირექტორი, ალექსანდრე გიორგიძე, სოციალურ ქსელში…

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023

      “ეს რა ვნახე… პასუხს გაგებინებენ ამისთვის..” – ნახეთ თიკა ჯამბურია შემზარავ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს

      30 მარტი, 2023

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.