სისხლიანი გარჩევა ნუცუბიძის პლატოზე –,სასულიერო პირს დანა სამჯერ დაარტყეს
სისხლიანი გარჩევა ნუცუბიძის პლატოზე – „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფრომაციით, დაპირისპირება წუხელ მოხდა, რა დროსაც სასულიერო პირი დაჭრეს. ჩვენი წყაროს ცნობით, სასულიერო პირს დანა სამჯერ დაარტყეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. “თაიმერის” ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირია. პაციენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“თაიმერის” ჯგუფი დეტალების გაგებას ცდილობს და ახალი ინფორმაციას გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტო ადასტურებს. მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: „თაიმერი“