საქმე „სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ“ დასრულებულია.
მეორე ინსტანციის სასამართლომ დადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და ტელეწამყვან შალვა რამიშვილს ჟურნალისტისა და აქტივისტის, თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მსახიობი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მსახიობის განცხადებით, მას აქვს აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ემუქრებოდა რამიშვილი, რომ მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა. თათია სამხარაძის თქმით, ის შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს.
„ვადასტურებ, რომ შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ეს აუდიო ფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და მისი ავთენტურობა დგინდება. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმარათლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს. არ მინდა ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს“ – განაცხადა თათია სამხარაძემ.