გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დეპუტატის მანდატს ტოვებს. მან დავით სერგეენკოს მსგავსად მხარი არ დაუჭირა რუსულ კანონს.
“ჩემი პირადი სურვილი არის, რომ მანდატი დავტოვო. ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო. ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მე მზად არ აღმოვჩნდი. იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ პარლამენტიდან გამოვიდე და ვნახოთ. მაგრამ, ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. მანდატის დატოვების სურვილი იმიტომ მაქვს, რომ ვფიქრობ, ალბათ, საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე, დავუშვათ, საპარლამენტო ცხოვრებაში. მანდატს დავტოვებ და ალბათ გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა, საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ. ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე მქონდა და ჩემი პოზიცია ფაქტობრივად ყველამ იცის. თუმცა, ვნახოთ. რაღაც არის, რაც დავუშვათ დამატებით განხილვას საჭიროებს,- განაცხადა ჯერ ისევ დეპუტატმა ჩაჩიბაიამ ტვ ფირმულასთან საუბარში.