პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » სასტიკი მკვლელობა თბილისში – რა გადაიღო შემთხვევით გავლილი ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორმა
    ახალი ამბები

    სასტიკი მკვლელობა თბილისში – რა გადაიღო შემთხვევით გავლილი ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორმა

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე30 იანვარი, 2023Updated:30 იანვარი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    თბილისში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაო, ნათლისღებას, სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილად იქცა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა ოჯახის მეგობარი, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა მეუღლესაც. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

    19 იანვარს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მომხდარის შესახებ ადმინისტრაციას არაფერი გაუგია. თანამშრომლებმა შემზარავი დანაშაულის შესახებ რუსთავი 2-სგან შეიტყვეს.

    მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოს ზედამხედველებს არაფერი გაუგიათ, დანაშაულის ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა. გავარკვიეთ, რომ ქმარმა იმ დღეს მეუღლე და საერთო ნაცნობი, 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაისვა და სასაფლაოს ტერიტორიაზე აიყვანა. ავტომობილში კონფლიქტი გამწვავდა. რამდენიმე წუთში კი პირველი გასროლის ხმაც გაისმა. ქმარმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით ავტომობილის უკანა სავარძელში მჯდარ მამაკაცს გულ მკერდის არეში ორი ტყვია ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარით გაოგნებული ქალი მანქანიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა ქმარი მას სასაფლაოს მიმდებარედ საავტომობილო გზაზე დაეწია, ხელი ასფალტზე დაადებინა და გაისროლა.

    ქალი სიკვდილს გამვლელმა ტაქსის მძღოლმა გადაარჩინა, რომელსაც მგზავრი გადაჰყავდა. სწორედ მათ გადაიყვანეს დაჭრილი და პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში. დანაშაულის ეს ეპიზოდი მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმაც დააფიქსირა. ჩანაწერი ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც ტაქსის მძღოლის ჩვენება.

    მას შემდეგ რაც ადგილზე ტაქსი გამოჩნდა, თავდამსხმელმა ტერიტორია ფეხით, სასაფლაოების გავლით დატოვა და მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. მანქანაში ცხედარი სასაფლაოს ტერიტორიაზე პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც ტაქსის მძღოლმა 112-ში დარეკა.

    დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოკლული ბრალდებულის მეუღლეს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რისი ამსახველი მიმოწერაც საქმის მასალებში დევს. სულხან კომახიძე გვიყვება, რომ 38 წლის მამაკაცმა იარაღიდან აფექტის მდგომარეობაში გაისროლა და ეს იყო რეაგირება მეორე მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე. ის, რომ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ეჭვიანობაა, ამას საქმის პროკურორიც გვიდასტურებს. ბრალდების მხარე რუსთავი2-თან განმარტავს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პეტრე პავლეს სასაფლაოზე. პროკურორი გვიდასტურებს იმასაც, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად არსებობს დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერიც. საუბარია ცეცხლსასროლი იარაღით ქალის დაჭრის ფაქტზე. ბრალდებულის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმას გვიდასტურებენ, რომ 38 წლის მამაკაცი, თბილისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვისაა დაკავებული. ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    წყარო: რუსთავი  2

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article“ერთად ხართ შენ და კვარაცხელია?” – რა უპასუხა თათა გიორგობიანმა სკანდალურ შეკითხვას
    Next Article “ჯერ კაფეში ცემა ხოლო შემდეგ..” – ნახეთ ცნობილია ვინ მოკლა წამებით ბათუმში ახალგაზრდა ქალი. ვერც კი წარმოიდგენთ
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

      26 მარტი, 2023

      სააკაშვილმა სახელმწიფო შექმნა შევარნაძის დროს ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო მან შექნმა სასამართლო კრიმინალისგამ გაწმინდა ქვეყანა: გივი სიხარულიძე

      26 მარტი, 2023

      ვინ და რატომ სცემა შალვა რამიშვილი ჟურნალისტი და ნიკა მელიას საქმის ოქროს მოწმე !!

      26 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      სასწრაფოდ-თათია სამხარაძე შველას ითხოვს და ვიდოს ავრცელებს

      26 მარტი, 2023

      მერაბ დვალიშვილი წონაში აჭარულის ცეკვით იკლებს

      26 მარტი, 2023

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

      26 მარტი, 2023

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” – ნიკოლოზ ქართველი

      26 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

      By ალექსანდრე მაისურაძე26 მარტი, 2023

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც…

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” – ნიკოლოზ ქართველი

      26 მარტი, 2023

      სხვისი მიცვალებული მატირეს” – ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

      26 მარტი, 2023

      გამარჯვების შემდეგ გლოვა… – ახლახანს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

      26 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      სასწრაფოდ-თათია სამხარაძე შველას ითხოვს და ვიდოს ავრცელებს

      26 მარტი, 2023

      მერაბ დვალიშვილი წონაში აჭარულის ცეკვით იკლებს

      26 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.