სექსუალური ძალადობა 17 წლის გოგოზე. განსასჯელის სკამზე ზის 31 წლის მამაკაცი.
როგორც ირკვევა, კაცმა მოზარდი ჯერ მანქანაში შეიტყუა, შემდეგ კი სავარაუდოდ გააუპატიურა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
საქმეს გორის რაიონული სასამართლო უკვე განიხილავს. გაიმართა წინა სასამართლო სხდომააც. დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, პროკურატურა კი, მისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.