რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა , სადაც ქალი იმყოფებოდა. ქალმა სახლის დატოვება ვერ მოახერხა და ცოცხლად დაიწვა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლისგან გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
ინფო რუსთავი