“სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…” -ზახაროვას განცხადებამ მთელი საქართველო გააოგნა
ნალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…
არ უღირს ამ ქვეყანას ერთი კაცის პატიმრობა საყოველთაო სირცხვილად…“
“სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც საკუთარ სულს ამერიკას მიჰყიდის”, – ამის შესახებ პუტინისტმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა.
ზახაროვა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ადარებს და წერს, რომ “ბაიდენისა და ზელენსკის დღევანდელი კადრების ნახვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა ბედი ელით ამერიკულ პროექტებს”.
მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი “დასავლეთის მიერ შექმნილი მატერიალია”.
“ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ შემუშავებული მატერიალია. (უფრო მეტიც, ორჯერ – მეორედ უკრაინაში)… ჰოდა, ვინ ლობირებს მას? პასუხი მივიღეთ (რა გასაკვირია) ამერიკიდან. Reuters-მა გამოაქვეყნა გამოძიება ამერიკის იუსტიციის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. დგინდება, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია”, – წერს ზახაროვა.მისივე მტკიცებით, “სააკაშვილი ფულს იხდის იმისთვის, რომ დასავლეთს ახსოვდეს და სააკაშვილმა უკვე მილიონამდე დოლარი დახარჯა, რათა თბილისიდან გაეყვანათ”.