ივანიშვილის 9 კახიანი ეგრეწოდებული ხალხის ძალა რომლებიც ოფიცალური
ანტიდასავლური განცხადებები ავტორი, “რუსული კანონპროექტების” ინიციატორი, დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, პარლამენტთან აქციასა და განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები წაუკითხავად აპროტესტებენ იმას, რაც “ჩვენივე ინტერესს დაიცავს”.
ხუნდაძე ამტკიცებს, რომ ინიცირებული კანონპროექტები რუსული არაა და საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა უდევს, რაც ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, სახ.დეპის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.
ხუნდაძე, რომელმაც არცერთი საქართველოს დასავლელი პარტნიორის მოწოდება არ გაითვალისწინა, ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი მათზე მეტად არავის აწუხებს:
“საქართველო უპირველეს ყოვლისა”
-მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.
ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.
რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?
მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.
დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
-0:03
მილიონრები არიან და კორუფციაში მხილებილნი . კვლავ არძელებენ რუსულ პროპაგანდას