დიდ დიღომში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ვრცელდება
12 წლის მოზარდს, რომელიც გაგუდუკლი იპოვეს,ტანზე სამოსი შემოხეული ჰქონდა
შეგახსენებთ, გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგული გოგონას ახლობლები სოციალური ქსელების დახმარებიტაც ეძებდნენ და “ფეისბუკზე” პოსტებს ანთავსებდნენ.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გოგონა სავარაუდოდ, გაგუდეს.
“ძებნა დაუწყიათ რომ ვერ ნახეს სახლში. წივილ-კივილი მესმოდა ღამე,” – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“დილას მოვედი. ახლა ქალი მელაპარაკებოდა და მითხრა, გაუპატიურებული და მერე გაგუდულიაო,” – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.