პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
    საინტერესო

    რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე22 თებერვალი, 2023Updated:22 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას

    ეს ამბავი მსახიობსა და მომღერალს შორის 2013 წელს მოხდა.

    ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

    როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

    არ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკო

    ნფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

    როცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

    ია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleგლოვობს მთელი ხობი” – შემზარავ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
    Next Article  „კურიერებო ფრთხილად იყავით“ – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” – ნიკოლოზ ქართველი

      26 მარტი, 2023

      სხვისი მიცვალებული მატირეს” – ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

      26 მარტი, 2023

      გამარჯვების შემდეგ გლოვა… – ახლახანს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

      26 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      მერაბ დვალიშვილი წონაში აჭარულის ცეკვით იკლებს

      26 მარტი, 2023

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

      26 მარტი, 2023

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” – ნიკოლოზ ქართველი

      26 მარტი, 2023

      სხვისი მიცვალებული მატირეს” – ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

      26 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” – ნიკოლოზ ქართველი

      By ალექსანდრე მაისურაძე26 მარტი, 2023

      ”უმძიმესი ავარია იყო. 41 დღე იყო ჩემი შვილი კომაში, მეუბნებოდნენ აპარატზე ტყუილად არის შეერთებულიო…” –…

      სხვისი მიცვალებული მატირეს” – ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

      26 მარტი, 2023

      გამარჯვების შემდეგ გლოვა… – ახლახანს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

      26 მარტი, 2023

      სააკაშვილმა სახელმწიფო შექმნა შევარნაძის დროს ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო მან შექნმა სასამართლო კრიმინალისგამ გაწმინდა ქვეყანა: გივი სიხარულიძე

      26 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      მერაბ დვალიშვილი წონაში აჭარულის ცეკვით იკლებს

      26 მარტი, 2023

      “ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – ქართველი ტყუპი დის ამბავი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

      26 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.