პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ კალაძის კალანის წევრი გიგა გიგაშვილი დააკავა
    საინტერესო

    რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ კალაძის კალანის წევრი გიგა გიგაშვილი დააკავა

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე5 მარტი, 2023Updated:5 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის4 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე  საქართველოს პროკურატურამ  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავა. გიგაშვილს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედება.  

    უწყების ცნობით,  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ასევე წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

    მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს  ბრალდება წარუდგინა. ასევე  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და  ,,მშენექსპერტს“.      

    უწყების განცხადების თანახმად, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებმა ასევე დაადასტურა უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც.

    საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი  გათიშვის მოწყობილობის  გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.

    ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში,  უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.            

    ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში.  ამასთან, არ იყო დამონტაჟებული  რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და შპს ,,გრინსერვისი +“-ს  შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც  არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა. 

    საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.  

    მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო. 

    რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ასევე რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,LMC“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს ,,LMC“-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.

    2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი  თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების  ნორმების დაცვით.  მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა  შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს ,,LMC“-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა. 

    პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების  თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article„გლოვობს მთელი ბათუმი“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც ჩაქვთან ავარიას ემსხვერპლა? მანქანა დაკეცილი იყო! – გავრცელდა გზარელი ავარიის პირველი ფოტო, რომელსაც ჩაქვში 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა (+ფოტო)
    Next Article ინფორმაციას CNN ავრცელებს “შოკია, რომ ცოცხალია”- 30 წლის წინ გაუჩინარებული ქალი პუერტო-რიკოში იპოვეს
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      By ალექსანდრე მაისურაძე24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა სოციალურ ქსელში ქართველი ფეხცბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო…

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.