ირაკლი კობახიძემ თსუ-ში გაცდენილი ლექციების აღდგენა დაიწყო. თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტს დილიდან პოლიცია იცავდა. როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან გამოჩენა დამხმარე ძალების გარეშე ვერ შეძლო. კობახიძის ლექციას სტუდენტების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. სხვები კი ამბობენ, რომ ,,რუსული კანონის” მხარდამჭერ ლექტორს არ აქვს მორალური უფლება აუდიტორიაში სამართალზე ილაპარაკოს.
როდესაც შენ ხარ ლექტორი, შენ უნდა მიდიოდე შენს სტუდენტებთან ჩვეულებრივ, შიშისა და დაბრკოლების გარეშე, მაგრამ თუ შენ გიწევს პოლიციისგან დაცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დგახარ არასწორ მხარეს და რაღაცას არასწორად აკეთებ. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის ეს ქმედებები, კერძოდ ის, რომ ის მოდის პოლიციასთან ერთად, ნათლად გამომხატველია იმისა, რომ ეშინია საკუთარი სტუდენტების და თავადაც ხვდება, რომ დგას არასწორ მხარეს და ძალიან მალე ის მიიღებს პასუხს საზოგადოებისგან,” – ამბობს ჟორჟ ჟამერაშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე წინა კვირას საკუთარ სტუდენტებს დაემალა და უნივერსიტეტში საერთოდ არ მისულა. მას ლექციის გაუქმება სტუდენტების პროტესტის გამო მოუწია.