“ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ” – მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
15 თებერვალს, გვიან ღამით მტკვრის სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდის ირაკლი ქუთათელაძისა და ნოდარ გულიაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.
2 საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ნიკა კეკელია, რომელიც ყველაზე დღემდე მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. მისი მეგობრები ნოდო გულიაშვილი გუშინ, ხოლო ირაკლი ქუთათელაძე დღეს დაკრძალეს.
“ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ ბიჭებო, არ ვიცი რა ვთქვა.. ნათელი თქვენს ლამაზ სულებს“, – წერს გარდაცვლილების მეგობარი, რომელიც ფბ-ში ახალგაზრდების ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.