ვისი ბრძანებით მიიყვანეს დარბევის ღამეს რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი კაცი – “ხარება”.
48 წლის ზვიად ხარატიშვილი “ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ცხრა მარტს, როდესაც სპეცრაზმმა ოთხი იერიში შემდეგ აქცია მაინც ვერ დაშალა და ხალხი უკან დაბრუნდა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე “ხარება” მას შემდეგ გააგზავნეს, რაც ხელისუფლებას სპეცრაზმის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. აქციების დაშლის უშედეგო მცდელობამ მმართველ გუნდში გააჩინა მოსაზრება, რომ სპეცრაზმი ხალხის წინააღდეგ არ მიდიოდა.
ზვიად ხარაზიშვილის აქციაზე მისვლის შემდეგ, სპეცრაზმმა ახალგაზრდები პრაქტიკულად ალყაში მოაქციეს და ანგარიშსწორების სერიაც დაიწო.