ექსკლუზივი

“ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა” – ახალი დეტალები დაკარგული ახალგაზრდების საქმეზე…

ა­ბათ გამ­თე­ნი­ი­სას, “დე­და­ე­ნის ბაღ­ში” მდე­ბა­რე “ბა­უ­ჰა­უს ბა­რის” ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და.

მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან იკარ­გე­ბა. შსს-ს გან­ცხა­დე­ბით: “ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან” 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. პო­ლი­ციმ ახალ­გაზ­რდე­ბის ძებ­ნა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა კი 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. მომ­ხდარ­ზე და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ არც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ოჯა­ხე­ბი და არც სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. Ambebi.ge ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და:
“ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. 
გამ­თე­ნი­ი­სას ბა­რი­დან ორი­ვე ერ­თად გა­სუ­ლა მაღ­ზი­ა­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლი არ ადას­ტუ­რებს, რომ ნახა ისი­ნი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, აქამ­დე ხომ უნდა ამო­ე­ღოთ ვი­დე­ოთ­ვა­ლის ფი­რე­ბი? კა­ნო­ნით, 48 სა­ა­თის მერე იწყე­ბენ ძებ­ნა­სო და იქ­ნებ რო­გორ უჭირთ? იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც და­ა­ლე­ვი­ნათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან და სას­წრა­ფო სჭირ­დე­ბათ? სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა. ეს რას ნიშ­ნავს, ვერ ამიხ­სნია. ბაია უმ­შვი­დე­სი, უწყნა­რე­სი გო­გოა, ისე­თი, სა­უბ­რით რომ მო­გარ­ჩენს. მა­ნამ­დე “ბორ­მენ­ტალ­ში” მუ­შა­ობ­და ფსი­ქო­ლო­გად, იქე­დან წა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ “ბა­უ­ჰა­უს­ში” მუ­შა­ობს. იმ ბიჭ­ზე, გი­ორ­გი­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, უბ­რა­ლოდ ის, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მა­საც კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, მშვი­დი, წყნა­რი ბი­ჭი­აო – ამ­ბო­ბენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ტა­ცე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ… რა გი­თხრათ, არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს. სხვა­ზე და სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ფიქ­რებ­დი, სად­მე ხომ არ წა­ვიდ­ნენ, და­ლი­ეს, ან მო­წი­ეს და ხომ არა­ფერ­მა აწყი­ნათ და გა­ი­თიშ­ნენ-თქო. ახალ­გაზ­რდებ­ზე სხვა რა უნდა იფიქ­რო?”.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close