სასტიკი მკვლელობა საფრნაგეთში – “პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია. საზარელი მვკლელობის მოტივად” პირველებს ოჯახი ეჭვიანობას უსახელებს.
ახლობლების თქმით, მოკლული გარაჯაევი მეუღლეზე ეჭვიანობდა, რომელსაც ურთიერთობა მარნეულელ ილჩინ დავლალოვთან ჰქონდა, რომელიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობდა.
23 წლის კაცი ელბრუს გარაჯაევმა საქმის გასარჩევად დაიბარა, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ილჩინ დავლალოვმა დახმარება ნაცნობებს სთხოვა. სწორედ ისინი დაეხმარნენ 23 წლის კაცს ელბრუს გარაჯაევის ცემაში. გარაჯაევს ჯერ თავში რკინა ჩაარტყეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები კისრის არეში მიაყენეს, გარდაცვალების შემდეგ კი სამმა პირმა ცხდარი ქალაქიდან 30 კმ-ის მოშორებით მდებარე ნაგავსაყრელზე გადააგდეს, ზედ კი აგურები დააყარეს.
მოკლულის ოჯახი ასევე ამბობს, რომ გარაჯაევს 10 თვის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი ეჭვობენ, რომ სასტიკი დანაშაულის შესახებ საქმის კურსში იყო მოკლულის მეუღლეც, თუმცა ამ დრომდე დუმდა.
სამი წელი მუშოაბდა საფრანგეთში. 20 მარტს სამსახურიდან აიღო ნებართვა, რომ დაესვენა. აღმოჩნდა, რომ ის უთვალთვალებდა თავის მეუღლეს და 30 მარტს მისი მეუღლის მეგობარს ურეკავს შესახვედრად. შესახვედრად ეს ბიჭი არ მიდის და იბარებს ავტოფარეხში. მერე გავარკვიეთ, რომ ოჯახში პრობლემა ჰქონდა მეუღლესთან. გაირკვა, რომ მისი მეუღლე ამ ბიჭს ხვდებოდა. გვამი არის საფრანგეთში, ფრანგული მხარე გვეხმარება გვამის გადმოსვენებაში, – ამბობს მოკლულის ახლობელი.
სამართლდამცველები უმძიმეს დანაშაულში მონაწილე პირების კვალზე სწორედ გარაჯაევის მეუღლის ტელეფონის მეშვეობით გავიდნენ, სადაც ქალის და 23 წლის კაცის მიმოწერა ინახებოდა.
საქართველოს მოქალაქის, ელბრუს გარაჯაევის მკვლელობის ბრალდებით ფრანგმა სამართალმდაცველებმა მარნეულში მცხოვრები პირი დააკავა. მისი დაკავების შემდეგ კი 5-მა თანამზრახველმა გარაჯაევის ცხედარი ნაგავსაყრელიდან ამოიღეს და სასაფლაოზე დაასვენეს, სადაც ის გამვლელებმა შეამჩნიეს.
პოლიციის ინფორმაციით, დამწვარია ელბრუს გარაჯაევის ავტომობილიც, რომელიც, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწევს.