გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან ერთად, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქადაა” მოხსენიებული და მისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასაც ითხოვს.
“თუ ბიძინას სანქცირებებზე, ომში ჩვენს ჩათრევაზე გადის ევროპის გზა, მაშინ არ გვინდა! ჩაიკეტოს! არც ასეთი ევროპა გვინდა, არც ასეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა! მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით!…” – ასეთია მომღერალ “უცნობის” რეაქცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.
“მაგათმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო. სულხან-საბას დროიდან, რომ აწოწიალეს ის კაცი და მე-15 კაცად მიიღო ლუდოვიკო XIV-მ, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა ვითომ, თითქოს პოლიტიკურს, რა. არ გამოუვათ. როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ, რა”, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.