“მოსახლეობაში ჭარბვალიანობის და საკრედიტო ვალდებულებების კატასროფული მფგომარეობა საქართველოში”
ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოსახლეობაში არსებული ჭარბვალიანობის და საკრედიტო ვალდებულებების ვერმომსახურება არის თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბრალი.
ავხსნათ არგუმენტირებულად
თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთიდან 12% მიაქვს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთით.
უფრო რომ გავამარტივოთ სესხს რომ იღებთ ავტომობილის შესაძენად ან ნებისმიერი საჭიროებისთვის, ამისთვის სახელმწიფო “გსჯით” 12% – ით. რეალურად კომერციულ ბანკს რჩება 4 -დან 7% -მდე.
ინფლაცია რომელიც არის 11.5% . სწორედ ეს ინფლაცია და არასწორი მონეტარული პოლიტიკა გიძვირებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქონელს და მომსახურებას.
გადასახადები, რომლებიც არის მზარდი. ინფლაციის ფონზე გვაქვს საშუალოდ 23% – იანი ფასების ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე.
უფრო რომ გავამარტივოთ პირობითად თუ პურში 2 წლის წინ იხდიდით 1 ლარს, მაშინ იხდიდით ამ 1 ლარში დღგ-ს 18% -ს. ანუ 18 თეთრს.
დღეს პურში იხდით 2 ლარს. დღგ – ს იხდით ისევ 18% – ს ოღონდ ახლა უკვე 36 თეთრს.
სწორედ ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის ხარჯებმა გადაასწრო შემოსავლებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ვეღარ ემსახურება მის მიერ აღებულ საბანკო ვალდებულებას“, – წერს აბესაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: