პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » მკვლელობა შვილების თვალწინ – “მამა მას გადაეფარა და უთქვამს – მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა…”
    ახალი ამბები

    მკვლელობა შვილების თვალწინ – “მამა მას გადაეფარა და უთქვამს – მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა…”

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე15 მარტი, 2023Updated:15 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    მკვლელობა შვილების თვალწინ – “მამა მას გადაეფარა და უთქვამს – მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა…”


    სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მისივე შვილების თვალწინ მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო მეორე პირს, რომელსაც დანაშაულის  დაფარვას ედავებოდა, 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. სასტიკი მკვლელობა კი 2022 წლის 16 ივნისს მოხდა, რომელმაც მთელი ქუთაისი და საქართველო შეძრა.

    სისხლიანი ანგარიშსწორება ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 16 ივნისს მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. 7 შვილის მამა, გიორგი ფანჩულიძე საკუთარმა მეზობელმა და ბავშვობის მეგობარმა მოკლა.

    მეზობლები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო, უბნის ბავშვებს აგინებდა და საცემრად იწევდა. მან ასევე გიორგი ფანჩულიძის მცირეწლოვან გოგონებს შეაგინა.

    ისინი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გარეთ გასულმა ფანჩულიძემ მეზობელს დაწყნარება სთხოვა, თუმცა ის უფრო აგრესიული გახდა. გიორგი მისგან დისტანცირებას შეეცადა და სახლში დაბრუნდა. მამაკაცმა კი წავიდა, მეგობრები მოიყვანა და სანადირო თოფიდან მისი 16 წლის შვილის მოკვლა სცადა. მამა შვილს გადაეფარა და სწორედ ამ დროს მოკლეს.

    „ეს ადამიანი, რომელმაც გიორგი მოკლა ე.წ. მოკრიმინალო ელემენტი იყო, ციხიდან სულ რამდენიმე დღის გამოსული. უთქვამს – უბანში სიტუაცია უნდა დავალაგოო და ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდა.

    „მთელი ღამე იგინებოდა. ყველა მისგან დისტანცირებას ცდილობდა, ფიქრობდნენ – იქნებ დაწყნარდესო. საბოლოოდ კი მას გიორგის და მისი ოჯახის გინებაც დაუწყია. ამაზე გიორგი გარეთ გამოვიდა და დაწყნარება სთხოვა.

    „მას არასრულწოვანი ბიჭი ჰყავს, 16 წლის. სავარაუდოდ, სწორედ იმის შეეშინდა, რომ მისი შვილისთვის არაფერი ევნო.

    „საოცარი ადამიანი იყო, 7 შვილის მამა, მორწმუნე და სტიქაროსანი. ამაზე ეს არაადამიანი უფრო გამწარებულა, სახლში შევიდა, მეგობრებს დაურეკა და უკან სანადირო თოფით შეიარაღებული გამოვიდა. თან ახლა მეგობრებიც ახლდა. გიორგის შვილისთვის შუბლზე იარაღი დაუდია, მამა მას გადაეფარა და უთქვამს – მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა.

    „იქვე დაიღუპა, ვერაფერი უშველეს. ეს უნამუსო და მისი თანმხლები პირები ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ პოლიციამ ორ დღეში დააკავა. მასთან ერთად დააკავეს სხვა პირიც, რომელიც მის გადამალვას ცდილობდა. ოჯახს ერთადერთი მარჩენალი მოუკლეს. მოსამართლემ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

    წყარო : resonancedaily.com

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleსაქონელი სად ჩააქრო სიგარეტი და მეორე ფონოგრამა
    Next Article “მივარდნენ ჩემი შვილები მარკეტში, პრეზერვატივი გვინდა, მამა ბევრს ეწევა და უნდა გადავაჩვიოთო” – რას წერს თამარ ივერი?
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ამ დილით თბილისში, შუა ქუჩაში კაცი მოკლეს – საზარელი მკვლელობა თბილისში

      24 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      By ალექსანდრე მაისურაძე24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა სოციალურ ქსელში ქართველი ფეხცბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო…

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.