ნუგზარ სულაშვილი სოციაურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გაოეხმაურა, მან მკვლელზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მის ცხედარს არც ძმა იღებს და არც დედ:
“როგორც გავიგე, მკვლელის ცხედარს არც დედა ღებულობს, არც ძმა და არც ვინმე ახლობელი…
ცოცხალი, რომ მიეღოთ თავის დროზე და ერთი სიტყვით მაინც ეკითხათ, რატომ განუდგა ყველას, რა აწუხებდა, ან რა სურდა, შეიძლება მკვლელი არც გამხდარიყო…
არდა კაენის მოდგმა ვართ… ყველა ჩვენგანის ცნობიერებაშია დალექილი ეს საშინელი მანკიერება და თუ ვინმე არ მივსულვართ ამ უკიდურესობამდე, სწორედ ერთმანეთის სიყვარულით და ურთიერთობებით შევძელით…
რა, ან ვინ დაკარგა მკვლელმა? არც არაფერი და არც არავინ, რადგან არც არავინ ჰყავდა და არც არაფერი ჰქონდა…
დედა მონაზონია და ალბათ თავად უკეთ იცის, რას უპასუხებს ღმერთს (???)
არდა, ოდესღაც ალბათ ამ კაცსაც უყვარდა…
უყვარდა და იარაღით ხელში იბრძოდა აგვისტოს ომში…
იბრძოდა ჩემთვის, შენთვის… ჰო ალბათ იმ ბიჭების ბედნიერი მომავლისთვისაც და…
და ჩვენ, ყველამ ერთად არ მივიღეთ… არ მივიღეთ არც ცოცხალი და არც მკვდარი…” “კაცია ადამიანი???”