მეცნიერი, რომელმაც იწინასწარმეტყველა თურქეთის მიწისძვრა, ახალი ბიძგების პროგნოზირება გააკეთა
გეოლოგმა, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა და სეისმოლოგმა ნასი გორიურმა განაცხადა, რომ შემდეგი ძლიერი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს ადანასა და ბინგოლში ან კვიპროსში. ამის შესახებ გამოცემა Kıbrıs Postası იტყობინება.

ნასი გორიური ცნობილია იმით, რომ მან შეძლო 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების პროგნოზირება. მისი თქმით, მომდევნო სტიქიურმა კატასტროფამ შესაძლოა 7 მაგნიტუდას მიაღწიოს.
„ქაჰრამანმარაში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთში კვიპროსის მიმართულებით რღვევის ხაზის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მიწისძვრებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ურთიერთქმედება კვიპროსზე.“ – განაცხადა მან.
მან ასევე დაამატა, რომ არ იცის ზუსტი დრო, როდის შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. თუმცა, გორიურმა აღნიშნა, რომ ” საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები უნდა დააკვირდნენ კვიპროსს”.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს თურქეთის პროვინცია ჰატაიში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზარალდა ქალაქები დეფნე (6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა) და სამანდაგი (მაგნიტუდა 5.8).
წყარო :