ირაკლი კობახიძე შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილზე ყაჩაღობაში ადანაშაულებს. როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, “ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში”.
კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ ვიღაცებს სურთ, ივანიშვილმა “გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე, საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს. მთავარია, აქ თუ რა არის მოტივი. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი“, – განაცხადა კობახიძემ.