მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს, ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე პროტესტის მონაწილეებს უპირისპირდება და პოლიციას მაღალი სტანდარტით მოქმედების გამო მადლობას უხდის.
„ეს ადამიანები არასდროს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელპოვანია, ყველა, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს, ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის მიმართ, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშველო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციას და სამართალდამცავს გუშნდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის, – განაცხადა კობახიძემ.