იცოდით, რომ ოთახის მცენარეებს ოჯახში წარმატება, იღბალი, ბარაქა და სიმყუდროვე მოაქვთ. ჩვენ წარმოგიდგენთ 10 ოთახის ყვავილს, რომელიც ოჯახურ ბედნიერებს შეგიქმნით.
ია – მას მშვიდობის ყვავილს ეძახიან. იმ ოჯახის წევრები, სადაც ეს ყვავილი ხარობს, ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულების სიმბოლოც არის, თუ რთული პერიოდი გაქვთ ია იყიდეთ.
ჩინური ვარდი – ეს ყვავილი მშვიდობისა და ვნების სიმბოლოა.
კალათია – ის კარგი საჩუქარია წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც ჩაშლის პირზეა. ის ოჯახს გადაარჩენს.
კრასულა – არის ბარაქის ხე. ის ბარაქასთან ერთად, ოჯახში წარმატებას მოგიტანთ. ფენშუის მიხედვით, ეს ყვავილი სასწაულია და ყველას უნდა ჰქონდეს სახლში.
სტაფილიუმი – მას ქალური ბედნიერების სიმბოლოს უწოდებენ. თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში ეს მცენარე დარგეთ. ეს ყვავილი უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ოჯახსაც, სადაც ბავშვის ყოლაზე ოცნებობენ.
– მას ქალური ბედნიერების სიმბოლოს უწოდებენ. თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში ეს მცენარე დარგეთ. ეს ყვავილი უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ოჯახსაც, სადაც ბავშვის ყოლაზე ოცნებობენ.
ხოია – ბევრგან ეს ყვავილი სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა. ის საძინებელში უნდა განათავსოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს გადაადგილება.
მირტი – ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მას ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს.
ანტორიუმი – მამაკაცის თილისმააა, მას მამაკაცური ბედნიერების სიმბოლოდ თვლიან.
ოქსალისი – ეს მცენარე მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ. მას ზოგან „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან – სიყვარულის ყვავილს.
ქლოროფიტუმი – კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია, ჰაერის გაწმენდის კარგი უნარი აქვს. ის უნდა შეიტანოთ ახალგარემონტებულ სახლში, საღებავების სუნს სწრაფად შთანთქავს. საოფისე გარემოსთვისაც კარგია, სადაც ბევრი ხალხი მუშაობს.