“იყო ხმაური და დაპირსპირება რა დროსაც პატრიარქი შეუძლოდ გახდა, შიო მუჯირის პატრიარქი გადაყენება უნდოდა”
“სხდომაზე განიხილება ერთადერთი საკითხი, ილია მეორის გადაყენება შიო მუჯირის მოთხოვნით”, – ამის შესახებ, თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე სოციალურ ქსელში წერს.
გაგრძელდება, თუ არა სინოდის ჩაშლილი სხდომა, როგორც გეგუჩაძე აღნიშნავს, ამას კრემლი გადაწყვეტს.
“საპატრიარქოში ამბები ხდება, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
მღვდლემთავრების დაპირისპირების შემდეგ ჩაშლილი სინოდის სხდომა გაგრძელდება თუ არა, მხოლოდ კრემლმა უწყის, რომელსაც პირდაპირ ხაზზე მყოფი შიო მუჯირი განაცხადებს.
სხდომაზე განიხილება ერთადერთი საკითხი, ილია მეორის გადაყენება შიო მუჯირის მოთხოვნით, რომ ლამის 6 წლიანი ლოდინის შემდეგ მაინც გახდეს პატრიარქი.
რა იქნება შემდეგში, ანუ რას გადაუწყვეტს საქართველოს ეკლესიას კრემლი, პასუხთა შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე მეტად შესაძლებელი სწორედ ილია მეორის გადაყენება და შიო მუჯირის გაპატრიარქებაა, თუ ე.წ. პროდასავლელი მღვდელმთავრებიც დაემორჩილებიან კრემლს”, – წერს გიორგი გეგუჩაძე.