ის არ ვარ, ვისაც ეძებთ – ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ბანკის ყველაზე ცნობილმა მძარცველმა ადვოკატს უთხრა, რომ ძარცვის დღეს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო ორი წელი კი მხოლოდ იმიტომ იმალებოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
როგორც სამარტოო საკქანში მყოფმა ესებუამ ადვოკატს უთხრა, ის ამ 2 წლსი განმავლობაში საქართველოში იმალებოდა.
2 წლიანი ძებნის შემდეგ ნომერ პირველი ძებნილი დანაშაულის ადგილიდან 17 კილომეტრში დააკავეს.
როდესაც მთელი ქვეყნის პოლიცია დამნაშავეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ეძებდა, ბადრი ესებუა გალსა და ზუგდიდს შორის მოძრაობდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც თავს სოფელ ჯიხაშკარში ნათესავებთან აფარებდა თავს.
სპეცოპერაცია ჯიქიების სახლში გამთენიას ჩატარდა. ესებუას ადგილსამყოფელი სავარაუდოდ ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულმა მისმა ნათესავმა გათქვა.
პოლიციას ამ დრომდე არ მიუკვლევია იმ ტანხისთვის, რაც ესებუამ ბანკიდან გამოიტანა.