“ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბერა ივანიშვილმა მონათლა.. ” – რას ინფორმაცია ვრცელდება სოც ქსელში !!!
„ვემიჯნები ინგა გრიგოლიას განცხადებას, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს თავისი შვილები წაყვანილი ჰყავდათ კალათბურთის მატჩზე და ბოლოს გადაიღეს ფოტო,“ – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
საუბარია ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიერ 27 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რითაც ინგა გრიგოლია საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი თამაშის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა.
ცნობისტვის, მაშინ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დაწერა: „ოცნების“ ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები!.. მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით“..
ამ განცხადებას ვრცელი ვიდეომიმართვით პასუხობს დომინიკ მანგო და ამბობს, რომ “თვითონ ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბერა ივანიშვილის მონათლულია. ნათესაური კავშირი აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ამიტომაც ეს არაეთიკურია, “შეეშცვით ბავშვებს” – ამბობს აქტივისტი: