პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home»ახალი ამბები»თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
    ახალი ამბები

    თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე9 თებერვალი, 2023Updated:9 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის1 Min Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    63e1f52a106c4
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

    სტიქიური უბედურების შედეგად ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18.8 ლირას მიაღწია, რაც ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია.

    მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება თურქეთი-სირიის საზღვარზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრითაა განპირობებული, რომელმაც 5,000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყანას კი რამდენიმე მილიარდის ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

    რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას, ხუთწლიან ჭრილში ლირის 80%-იანი გაუფასურება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკითა და ეროვნული ბანკის არატრადიციული მონეტარული სტრატეგიითაა განპირობებული. მაგალითად, რეკორდულად მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ბოლო შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

    აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

    აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleვიდეო: მწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. – საქართველოს ელჩი თურქეთში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს !!
    Next Article ეკონმიკური კატასტროფა საქართველოში-ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      By ალექსანდრე მაისურაძე21 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!! არადა გააფრთხილეს იკუნა 

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023

      რამიშვილის სექს-სკანდალის შემდეგ ს”პოსტვი” საანგებო განცხადებას ავრცელებს-“იმედის” შემდეგ რამიშვილი “პოტივივის” ტოვრბს??

      21 მარტი, 2023

      *ლეო. ჩ**ჯვი ბიჭო? რატო არ მპასუხობ? ბშეგეშინდა გადაკუზვის გიხმაროო?? ვრცელდება “ოცნების” დეპუტტატის შოკისმომვრელი მიმოწერა !!

      21 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.