პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი სიხარულია ჩემს გულში” – ვინ არის ქალი, რომელსაც 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა
    ახალი ამბები

    თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი სიხარულია ჩემს გულში” – ვინ არის ქალი, რომელსაც 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე20 მარტი, 2023Updated:20 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი სიხარულია ჩემს გულში” – ვინ არის ქალი, რომელსაც 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

    10 თებერვალს, სოციალურ ქსელში ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს – “ბომონდის” გვერდზე სასიხარულო ინფორმაცია განთავსდა – „ პირველად, ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს – “ბომონდის” ისტორიაში!!! გაიცანით ტყუპის გმირი დედა. მან 46 წლის ასაკში პირველად, საკეისრო კვეთით ტყუპი ქალ-ვაჟი, 2 ანგელოზი მოავლინა ამ ქვეყანას, ბიჭი 3.700 კგ, გოგონა კი 3, 500 კგ. დაიბადა.

    დედაც და პატარა ბაჭიებიც თავს გრძნობენ იდეალურად. ფოთის ,,ბომონდი”-ს ადმინისტრაცია მშობლებს ამ ბედნიერებას ულოცავს და მათ ჯანმრთელობას უსურვებს!!!“, – წერს კლინიკა და ბავშვების ფოტოებს ავრცელებს. ახალშობილი ტყუპის ოჯახში ახლა მართლაც უდიდესი სიხარულია. როგორც “კვირის პალიტრამ” გაარკვია, სპარტაკ ხურცია და ირმა კაპოსნიძე 14 წელი ელოდნენ ნანატრი შვილის შეძენას და უფლის წყალობით, ისინი ქალ- ვაჟის მშობლები გახდნენ. ირმა თავის პატარებთან ერთად ჯერ ისევ კლინიკაშია, მამა კი მოუთმენლად ელოდება შვილების სახლში გაწერას. ირმას კლინიკაში დავუკავშირდით.

    ირმა კაპოსნიძე:

    – საოცარი ემოციაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ახლა რას ვგრძნობ. 14 წელი არ მყავდა შვილი და დღეს უბედნიერესი დედა ვარ. ძალიან გახარებულები ვართ, უფლის წყალობით გაჩნდა ჩვენი ნანატრი ქალ-ვაჟი, ეს მართლაც უფლის სასწაულია. როცა გავიგე, ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავიდან არ მჯეროდა, ეს უდიდესი სიხარული იყო. ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ რომ გაქვს ის ბედნიერება, რომ დედა გახდე. თან გოგო და ბიჭი გაჩნდა, ანი და რამაზ ხურციები.

    სულ ვმკურნალობდი, თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როცა ხელი ჩავიქნიეთ და მივატოვეთ მკურნალობა. მაგრამ მერე ისევ ვიმკურნალე. ღვთის წყალობით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ღმერთმა გადმოგვხედა და ორი ანგელოზი გვაჩუქა… მადლიერი ვარ ამ კლინიკის, შესანიშნავი ექიმები და მედპერსონალია „ბომონდში“, ფოთში ახალი გახსნილია ეს კლინიკა. ჩემი ექიმი – ნოე მაცაბერიძე საოცრად ყურადღებიანი ადამიანია. მთლიანად კოლექტივი ძალიან თბილები არიან. თითოეულ მათგანს მადლობა, ჩვენი უდიდესი სიხარულის გაზიარებისთვის. ჩემი პატარები ისეთი დიდები დაიბადნენ და ისეთი საყვარლები არიან, ყველანი აღფრთოვანებულები არიან კლინიკაში

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleსურამელაშვილი სექსის შემდეგ სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს
    Next Article  “იმედი მქონდა, რომ ცოცხალს გნახავდი”,-მამაკაცი, რომელსაც 11 მარტიდან ეძებდნენ, რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023

      ცნობილია, ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

      30 მარტი, 2023

      „სექსი დაგვეზარა?” – მერაბ მეტრეველი

      30 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      By ალექსანდრე მაისურაძე30 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე? BB Travel–ის დირექტორი, ალექსანდრე გიორგიძე, სოციალურ ქსელში…

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023

      “ეს რა ვნახე… პასუხს გაგებინებენ ამისთვის..” – ნახეთ თიკა ჯამბურია შემზარავ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს

      30 მარტი, 2023

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.