პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home»ახალი ამბები»ვინ არის აშშ-ში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეკვეთილი მკვლელობისთვის 30 000 დოლარი გადაიხადა?
    ახალი ამბები

    ვინ არის აშშ-ში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეკვეთილი მკვლელობისთვის 30 000 დოლარი გადაიხადა?

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე7 თებერვალი, 2023Updated:7 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    a1675630302
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    ვინ არის აშშ-ში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეკვეთილი მკვლელობისთვის 30 000 დოლარი გადაიხადა?

    ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე – ირანელი ჟურნალისტი, მასიჰ ალინეჯადი მოსაკლავად გაიმატეს, თუმცა FBI-მ დანაშაული აღკვეთა – შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. გამოძიებით დგინდება, რომ ირანული წარმოშობის ჟურნალისტის ლიკვიდაციას ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით ქართულ-აზერბაიჯანული მაფია გეგმავდა.

    ნიუ იორკში დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის დეტალებზე პირადად შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა. დადგინდა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით და კანონიერი ქურდების შუამავლობით, დაქირავებული ქილერი ბრუკლინში, ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას ამზადებდა. მკვლელი სახელად ხალიდ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება ფედერალური გამოძიების ბიურომ ჩაშალა.

    FBI-ის გამოძიებით დგინდება, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ “კანონიერ ქურდს” რაფეტ ამიროვს დაავალა, მოეძებნა სანდო პირი, ვინც შეერთებულ შტატებში ემიგრირებულ ჟურნალისტს მოკლავდა. ამიროვი, თავის მხრივ, დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს, კრიმინალურ ავტორიტეტ ფოლად ომაროვს, რომელმაც ნიუ-იორკში ქილერიც მოიძია და ავანსის სახით 30 ათასი დოლარიც გადაუხადა.

    “რუსთავი 2” გაეცნო ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საბრალდებო დასკვნას. 25-გვერდიან დოკუმენტში ასახულია დაჯგუფების წევრებს შორის სატელეფონო მიმოწერა და ფოტოები, რომელიც დაქირავებულმა ქილერმა სამიზნის სახლთან გადაიღო.

    ვინ არის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი, რომელმაც ქილერს პირადად დაუკვეთა ჟურნალისტის მკვლელობა? საბრალდებო დასკვნაში მის შესახებ ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ: – “ფოლად ომაროვი, მეტსახელად “ჰაცი ქაქა“, საქართველოს მოქალაქე. ის იკავებს ლიდერის პოზიციას დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. ცხოვრობდა აღმოსავლეთ ევროპაში და ფლობს პირადობის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს.”

    ღია წყაროებით დგინდება, რომ ფოლად ომაროვის სახელს უკავშირდება გატაცებების, მკვლელობებისა და ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვის არაერთი ეპიზოდი, მათ შორის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში. ის არის 2020 წელს სტამბოლში მოკლული კრიმინალური სამყაროს ლიდერის, ნადირ სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი. ფოლად ომაროვთან ერთად ამავე კლანის წარმომადგენელია ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებაში მხილებული რაფეტ ამიროვიც, რომელსაც ე.წ. კრიმინალური გვირგვინი 2014 წელს, ქართველმა “კანონიერმა ქურდებმა” ანტალიაში დაადგეს.

    ჟურნალისტი და დისიდენტი მასიჰ ალინეჯადია ის, ვის ლიკვიდაციასაც ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით ქართულ-აზერბაიჯანული მაფია გეგმავდა. ირანელი ჟურნალისტი ტრანსაციონალური შეთქმულების გამოვლენისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

    “მასიჰ ალინეჯადი, ჟურნალისტი: დიახ, სახე, რომელსაც ახლა უყურებთ, მკვლელობის სამიზნე იყო. მკაფიოდ განვმარტავ, მე არ მეშინია სიცოცხლის დაკარგვის… მოვუწოდებ შეერთებული შტატების მთავრობას რომ მიიღონ მკაცრი ზომები. ტერორისტულ რეჟიმთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებთ. მადლობა FBI-ის და სამართალდამცავ უწყებებს ჩემი დაცვისთვის. დროა ყურადღება მივაქციოთ უდანაშაულო ადამიანებს ირანში, რომლებიც თავს ვერ იცავენ. მე არ ვარ შეშინებული, ბრძოლას ვაგრძელებ ირანელებისთვის. თუ ახალა მკაცრ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ შტატების მიწაზე უფრო და უფრო მეტ ტერორისტს ვნახავთ,” – განაცხადა მასიჰ ალინეჯადიმ.

    მასიჰ ალინეჯადი ერთადერთი არ არის, ვისი ლიკვიდაციაც ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით სცადეს. არც შეერთებული შტატებია გამონაკლისი. გასული წლის ნოემბერში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობა აღკვეთა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი “რუსთავი 2-ს” უყვება, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების უკან სწორედ ირანის რევოლუციური გვარდიის ქოლგის ქვეშ მოქმედი ყუდსის ძალები იდგა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობს და ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს.

    იციკ მოშეს მკვლელობის მზადებისთვის დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე ასამართლებენ. ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების საქმეს კი ნიუ-ორკის უმაღლესი სასამართლო განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 30 წლამდე პატიმრობა ელის სამივე ბრალდებულს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს.

    რუსთავი 2

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleამ წუთებში პრემიერ ღარიბაშვილის სასახლე სპეცრაზმის ალყაშია
    Next Article ”ჩემი ცოლი მშობიარობის შემდეგ ძალიან გასუქდა და უკვე ვეღარ ვიტანდი, ამიტომ მივატოვე და ცოლად უფრო ლამაზი ქალი მოვიყვანე ცოლად. 2 თვეში დამირეკა და საავადმყოფოში მისვლა მთხოვა – მივედი და იქ ნანახმა ტირილი დამაწყებინა
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      By ალექსანდრე მაისურაძე21 მარტი, 2023

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!! არადა გააფრთხილეს იკუნა 

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023

      რამიშვილის სექს-სკანდალის შემდეგ ს”პოსტვი” საანგებო განცხადებას ავრცელებს-“იმედის” შემდეგ რამიშვილი “პოტივივის” ტოვრბს??

      21 მარტი, 2023

      *ლეო. ჩ**ჯვი ბიჭო? რატო არ მპასუხობ? ბშეგეშინდა გადაკუზვის გიხმაროო?? ვრცელდება “ოცნების” დეპუტტატის შოკისმომვრელი მიმოწერა !!

      21 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      კორპუსის წინ იყო და ისეგაქრა აღარავის უნახავს – ნახეთ 9 წლის ბავშვს დილიდან მთელი საქართველო ეძებს (ფოტო)

      22 მარტი, 2023

       შოკისმომგვრელი შემთხვევა- 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა 

      22 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.