ექსკლუზივი

[ვიდეო] შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი – კადრებში სავარაუდოდ “კაწრო” ფიგურირებს

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის – სკანდალური მტკიცებულებები “მთავარი არხის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს.
მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს,

რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიუდან მომავალმა მანქანამ დატოვა.
“მთავარის” მოპოვებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კადრები, სადაც სავარაუდოდ “კაწრო” ჩანს, ტელევიზიებს აქამდე არ გაუვრცელებიათ და აქამდე გავრცელებული მასალა, რომელიც დიდუბეში ამირხანაშვილის გადაადგილებას ასახავს, იმიტაციაა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close