ეს არის დიდი ტყული რაც ხვიჩაზე ამბობენ- რა ინდორმაცია ვრცელდება სოც ქსელში
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ოპერაციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, სიმართლე არ არის, როდესაც ამბობენ, რომ ნაპოლიში ტრანსფერამდე ქართველი ფეხბურთელი უცნობი იყო, რადგან მაშინ ყაზანის რუბინი ხვიჩას 30 მილიონ ევროდ აფასებდა.
ჯანლუკა დი მარციო: “ნაპოლიმ კიმ მინ-ჯე და კვარაცხელია ძალიან იაფად იყიდა, განსაკუთრებით ქართველი, რომელიც მხოლოდ 10 მილიონი დაუჯდათ. სიმართლე არ არის, რომ მას არავინ იცნობდა, ეს ტყუილია. უბრალოდ, რუბინი პანდემიის დროს 30 მილიონ ევროს ითხოვდა. ამის მიუხედავად, ნაპოლი აგრძელებდა ფეხბურთელის აგენტთან ურთიერთობის დამყარებას.
კვარას ფასი? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და უკეთესი ჯერ არაფერი უჩვენებია”.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტოპლიგაში სადებიუტო სეზონი აქვს. მან ამ დროისთვის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 13-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.