ეს ამბავი ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის არის დიდი კატასტროფა- რა წერილი მიიღო ოლიგარქმა
ოლიგარქს ქველმოქმედის მანტიამ ვერ უშველა. შვეიცარული ბანკი ფულს მაინც არ უბრუნებს. “კრედიტ სვისში” არც ახალმა მოთხოვნამ გაჭრა. ივანიშვილი ცდილობდა ბანკი დაერწმუნებინა, რომ გაყინული მილიონები ქველმოქმედებისთვის სჭირდებოდა, თუმცა უარი მიიღო.
“კრედიტ სვისში” ოლიგარქის ფილანტროპული მიზნების არ სჯერათ. ბანკი ფიქრობს, რომ ივანიშვილი საკუთარ აქტივებს არსწორად განკარგავს და მის შთამომავლებს რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომ ფულს არ დაუბრუნებს.
ივანიშვილის ადვოკატების ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. საუბარია მილარდზე მეტ თანხაზე, რომელიც სხავადსხვა ანგარიშებზეა გაყინული. ოლიგარქის უფლებადამცველები თვლიან, რომ შვეიცარული ბანკის ნებისმიერი არგუმენტის უკან ევროპარლამენტის რეზოლუციები დგას, რომლითაც ივანიშვილს არაფორმალური სანქციები უკვე დაადეს.
განგაშია “ართულ ოცნებაშიც” და დასავლურ ინსტიტუტებს ქვეყნის არაფორმალური მმართველის შანტაჟში ადანაშაულებენ.
უფრო ვრცლად ივანიშვილის დეფაქტო სანქციების შესახებ ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.