ერთი მოწმე 7 საქმეში: ცნობილია, ვინ არის და რომელ რეგონში ცხოვრობს აგენტ-პროვოკატორი, რომელმაც მეგობრები დააჭერინა
ერთი მოწმე 7 საქმეში – ნოდარ ყურაშვილს აგენტ-პროვოკატორობაში მისივე მეგობრები ადანაშაულებენ.
1 წლის წინ, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 32 წლის გიორგი საპატოვის ოჯახი დარწმუნებულია, ახალგაზრდა კაცი სისტემამ ციხეში უმძიმესი მუხლით, პროვოცირებული დანაშაულის და პოლიციიის აგენტ- პროვოკატორის ცრუ ჩვენების საფუძველზე გაუშვა. მის წინააღმდეგ პოლიციას ამჟამად დაკავებულის ახლო მეგობარმა, ნოდარ ყურაშვილმა მიმართა.
ნოდარ ყურაშვილის შესაძლო აგენტ-პროვოკატორობას „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიცის ფაილები ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 2022 წლის 18 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში მოქალაქე ნოდარ ყურაშვილი საკუთარი ფეხით მივიდა, უთხრა, რომ ნარკოდილერი მას წამლის შეძლებას სთავაზობს, არ უნდა ამიტომ შეუძლია, პოლიცია მის კვალზე გაიყვანეს. 32 წლის კაცის ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი საპატოვის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ყურაშვილის ჩვენება დევს.
უფლაბადამცველის თქმით, დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მხოლოდ 2022 წლის ბოლო 6 თვეში ყურაშვილის ჩვენების და ვიდეო გადაღების საფუძველზე კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 7 ადამიანი დააკავა.
ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე 2022 წლის 21 მაისს 30 წლის გიგა ასათიანიც დააკავეს. ნოდარ ყურაშვილმა ფარული ვიდეო მას ქუთაისში ერთ -ერთ სასაფლაოზე გადაუღო და ჩანაწერი პოლიციაში მიიტანა.
დაკაცებულის ადვოკატი, ლალი აფციაური პირდაპირ ამბობს, რომ იმერეთის კრიმინალური პოლიცია საქმის ფალსიფფიცირებას იგივე სცენარით ახდენს.
სავარაუდო აგენტ პროვოკატორის, ნოდარ ყურაშვილის ინფორმაციის საფუძველზე ციხეში 20 წლიანი მუხლით გაუშვეს ჯაბა ჭრიკიშვილიც. მისი დაკავების ოპერაცია „ტვ პირველმა“ 2022 წლის 25 აგვისტოს ავლაბარში გადაიღო.დაკავებამდე ჭრიკიშვილმა კამერების წინ თქვა რომ ის სახლიდან ნოდარ ყურაშვილმა გაიყვანა სახლიდან გასული კი რამდენიმე მეტრში პოლიციამ უმძიმესი მუხლით დააკავა.
ნოდარ ყურაშვილის ჩვენების საფუძველზე იმერეთის კრიმინალურმა პოლიციამ ციხეში გაუშვა გაგა კუხიანიძეც. საბოლოოდ, 35 წლის კაცი ნარკორეალიზატორობის ნაწილში გაამართლა.
ყურაშვილს ხონში ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ “პოლიციის აგენტი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”.
ნოდარ ყურაშვილი ნარკოდანაშაულისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევია, თუმცა ის ციხეს ყოველთვის ვადაზე ადრე ტოვებდა.