ენმ-ს დაანონსებულ აქციებს “ქართული ოცნების” თავმდჯომარე არასერიოზულად აღიქვამს. ირაკლი კობახიძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა არ გამოუვა, რადგან ამის არც თავი და არც შანსი აქვთ.
ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და ამის რესურსი მათ, რეალურად, არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს, ამის იმიტაცია არის მათი საქმე, მაგრამ, რეალურად, მშვიდობა არის ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. არც შანსი აქვთ და არც თავი, ამას გეტყვით პირდაპირ. მათი თავი არის ხაბეიშვილი, რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, – თქვა კობახიძემ.