“ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ყველანი განადგურებული ვართ ამ ტრაგედიით”ურქეთში მიწისძვრას სენაკელი ქალი ემსხვერპლა
თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.
ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.