პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home»ახალი ამბები»დინამო თბილისი” ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას, საფრთხედ მიიჩნევს
    ახალი ამბები

    დინამო თბილისი” ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას, საფრთხედ მიიჩნევს

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე7 მარტი, 2023Updated:7 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    ipiccy image 2023 03 07T101413.661
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    “დინამო თბილისი” ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას, საფრთხედ მიიჩნევს:

    “როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას…” – წერია საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
    საქართველოს პარლამენტი განიხილავს “ხალხის ძალის” ინიციატივას, ე.წ. უცხოეთის აგენტების თაობაზე, რომელსაც მმართველი პარტიაც უჭერს მხარს.
    კანონპროექტებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და ევროკავშირი “შემაშფოთებელს” და „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელს“ უწოდებს. 

    საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ შემდეგ საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე პოსტს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს საფეხბურთო კლუბი „გაგრაც“.

    „შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს, რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.

    რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.

    რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში, და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.

    რადგან თავად საქართველოა ევროპა!“ — წერს საფეხბურთო კლუბი.

    უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

    მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

    კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

    ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ”- წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleრამდენი ღირსეული ფეხბურთელი გვყოლია და განგებამ კალაძე, კობიაშვილი და ყაველაშვილი რატომ გადმოგვიგდო პოლიტიკაში
    Next Article ვიდეო: “პირველ რიგში თქვენთან მოვალ ავტომატებით”- უცნობის სატელევიზიო მუქარა
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      მდინარაძე რამიშვილის სექს-სკანდალზე”დაუჯერებელი და გაუგონარი ამბავია.”

      22 მარტი, 2023

      ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტის შახტაში ჩააგდეს

      22 მარტი, 2023

      ქალაქი მთლიანად პარალიზებულია – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოზე

      22 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      მდინარაძე რამიშვილის სექს-სკანდალზე”დაუჯერებელი და გაუგონარი ამბავია.”

      22 მარტი, 2023

      ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტის შახტაში ჩააგდეს

      22 მარტი, 2023

      ვინ არის გავლენიანი პოლიტიკოსი და მისი შვილი რომლებსაც მერსი სულხანიშვილი უყვარდათ

      22 მარტი, 2023

      ქალაქი მთლიანად პარალიზებულია – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოზე

      22 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      ვინ არის გავლენიანი პოლიტიკოსი და მისი შვილი რომლებსაც მერსი სულხანიშვილი უყვარდათ

      By ალექსანდრე მაისურაძე22 მარტი, 2023

      ჟურნალისტმამერსი სულხანიშვილმა „ია ფარულავას კონვერტში” განაცხადა, რომ თაყვანისმცემლის მამამ, გავლენიანმა პოლიტიკოსმა მას სიყვარული აუხსნა თუმცა, კონვერტის…

      ქალაქი მთლიანად პარალიზებულია – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოზე

      22 მარტი, 2023

      ვიდეო: ექსპერტი პირდაპირ ეთერში წაიქცა – რა მოხდა სოლოვიოვის გადაცემაში

      22 მარტი, 2023

      კვარა ნაკრების ვარჯიშზე გამოჩნდა – ბრწყინვალე განწყობა ეროვნულ გუნდში

      22 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      მდინარაძე რამიშვილის სექს-სკანდალზე”დაუჯერებელი და გაუგონარი ამბავია.”

      22 მარტი, 2023

      ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტის შახტაში ჩააგდეს

      22 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.