“ოცნების” მილონერი დეპუტატის ს ოჯახს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან. კერძოდ, საქმეში ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი ფიგურირებს: 2013 წლის 13 მაისს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს “ვაგონმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, მასთან ერთად, “სატვირთო გადაზიდვების” დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს “ვაგონმშენებელი კომპანიის” დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები – მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ “საქართველოს რკინიგზასა” და “ვაგონმშენებელ კომპანიას” შორის, ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან 5 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებშიც “საქართველოს რკინიგზამ” 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა – 39 ათასი დოლარი მიუთითა, რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარს აღწევდა. საქმეში მითითებულია, რომ ჯამში, დაკავებულებმა შპს “საქართველოს რკინიგზას” 65 მილიონი ლარის ზარალი მიაყენეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
=