პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home »  დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა-ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ !!
    ახალი ამბები

     დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა-ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ !!

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე22 იანვარი, 2023Updated:22 იანვარი, 2023კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

     დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა, ბრალი წარედგინა

     დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა, ბრალი წარედგინა

    პროკურატურამ 14 წელს მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება არასრულწლოვნის დედას წარუდგინა.

    საქმე ეხება გორის რაიონის ერთერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას, სადაც 13 წლის გოგომ იმშობიარა. 

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებულისთვის შვილის გაუპატიურების შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    ე.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შეგახსენებთ, რომ 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. არასრულწლოვანზე სექსუალურად 12 წლის ასაკში იძალადეს. ბავშვი მან რამდენიმე თვის წინ გააჩინა და ახლა თავშესაფარში იმყოფება. სავარაუდო მოძალადე რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედებოდა. დღეს, პროკურატურამ ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა. 

    აღსანიშნავია, რომ მოზარდის დედა მოძალადის დაკავების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა. ის ამბის გახმაურების გამო მედიას აკრიტიკებდა. გარდა ამისა, მოზარდის დედა სოციალურ მუშაკსაც ემუქრებოდა, რომელმაც 13 წლის ბავშვის ორსულობის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

    “დაკავებული არ უნდა იყოს. რაც თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ, ყველაფერი არის ჭორი. ზუსტი პასუხი არავინ იცის. ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩემი საქმე იცი როგორ არის, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. უჩემოდ რატომ გააკეთეს, რატომ გააჟღერეს ეს ამბავი. საერთოდ არ მინდოდა რომ გახმაურებულიყო. რატომ არ დამირეკეს და არ მკითხეს, როცა ამ რეპორტაჟებს აკეთებდნენ”, – განუცხადა მოზარდის დედამ შაბათის ფორმულას.

    მომხდარის შესახებ 5 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მათ თქვა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებელი საზოგადოებაც არის და არამხოლოდ პოლიცია.  

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Articleვიდეო: დალაი ლამა მეგრელიაა?ვრცელდება სკანდალური ვიდეო
    Next Article “ყველა გაიქცა, გაზის სუნი იყო” – რა ხდება ამ წუთებში მეტრო “სადგურის მოედანზე”?
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ამ დილით თბილისში, შუა ქუჩაში კაცი მოკლეს – საზარელი მკვლელობა თბილისში

      24 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      By ალექსანდრე მაისურაძე24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა სოციალურ ქსელში ქართველი ფეხცბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო…

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.