“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ვალერი მათიაშვილი, რომელიც საგარეჯოში სროლის დროს დაშავდა, “ტვ პირველთან” მომხდარს იხსენებს. საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრი ამ დროისათვის მკურნლობას კლინიკაშ გადის.
მათიაშვილის მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ თავი ამ დრომდე სიზმარში ჰგონია.
შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო, იმიტომ, რომ ძალიან არარეალური იყო. უცებ ატყდა სროლა ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ, დარბოდნენ და ყვიროდნენ, რომ „დაიმალეთ, დაწექით!“.
პირველი, რაც მოვიფიქრე, იყო, რომ ტავშესაფარაი უდნა მომეძებნა. შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტშივე მომხვდა, როგორც ვიგრძენი, ფეხი ამეწვა და გასროლის ხმაც იყო და იმის მერე, შენობის უკანა ნაწილში ვიყავით გადასული, ვიმალებოდით. მალევე პოლიცია მოვიდა და როგორც გაირკვა, გარდაცვლილია პოლიციელი, პირდაპირ ესროლა დამიზნებით. ასე ისროდა ყველას მიმართ, არ ვიცი, რა ლოგიკით, იმიტომ, რომ მე პირადად მაგ ადამიანს არ ვიცნობდი. ყველას ესროდა, ვისაც ხედავდა, – ამბოლბს მათიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.